"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კახა კალაძის მიერ ჩამოყვანული საფეხბურთო გუნდი 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად ითამაშებს გროზნოში. გოცირიძე სოციალურ ქსელში  tass.ru-ზე გამოქვეყნებულ სტატიას აქვეყნებს. 

"კალაძის მიერ ჩამოყვანილი საფეხბურთო შოუ-გუნდი მორიგ გასტროლებს ჩეჩნეთში გამართავს. 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად ითამაშებს გროზნოში. მატჩს ჰქვია ”კადიროვის გუნდი იტალის ნაკრების ლეგენდების წინააღმდეგ”.

ამაში რომ დიდი ფულია გადახდილი არავის შეეპარება ეჭვი მამალი ქოცის გარდა. თბილისში რომ მათ ჩამოსაყვანად დიდი ფული იყო გადახდილი, ამაშიც ნუ შეგეპარებათ ეჭვი. კარგი საარჩევნო საჩუქარი გაუკეთეს კალაძეს. 

ბორჯომის ტყეო! ისე ანაღვლებს რივალდოს ბორჯომის ტყე, როგორც მე მანაღვლებს ბრაზილიის ჯუნგლებში ასწლოვან მუხაზე დაცემული მეხი", - წერს გოცირიძე.