რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"თქვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული თუ სხვებთან თანამშრომლობას არ ისწავლით". გვმოძღვრავს მარინა კალიურანდი XX ს. მოგონილი ქვეყნის ხმა ევროსპარლამენტში. ქართველი უკუღმა მედასავლეთეების გურუ. ევროპაში ასკინკილით მოხტუნავე საქართველოს მომლოდინე მეგობარი." - წერს გოგა ხაინდრავა "ტვიტერში".
ცნობისთვის, მარინა კალიურანდმა განაცხადა:
"რთულია, თითქმის შეუძლებელია, იწინასწარმეტყველო, რა მოხდება 2 დღის შემდეგ ევროპულ საბჭოში. ვფიქრობ, სამართლიანია, როდესაც სამივე ქვეყანა ერთადა მოიაზრება. თუ უკრაინის შემთხვევაში პროგრესულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოსა და მოდლოვას შემთხვევაშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სამართლიანი არ იქნება, რადგან უნდა გაგვახსენდეს, რატომ დავიწყეთ საუბარი გაფართოებაზე. უკრაინის ომის გარეშე ამ საკითხზე არც კი ვისაუბრებდით. ეს არის რეალობა. იმედი მაქვს, მწვანე შუქს სამივე ქვეყანას აუნთებენ.
ცხრავე პირობა საქართველოსთვის არის თანაბრად მნიშვნელოვანი. ევროკომისიამ ეს ძალიან მკაფიოდ თქვა. ეს არის ის დარგები, სადაც საქართველომ უნდა განიცადოს პროგრესი. ეს არის თქვენი ქვეყნის მომავალი, თუ გინდათ, რომ იყოთ ამ კლუბის წევრი. რაც შეეხება პოლიტიკოსების როლს, რთულია წახვიდე უფრო შორს. პოლარიზაცია, რომელიც თქვენს ქვეყანაშია და პოლარიზაცია, რომელიც თქვენს ქვეყანაში სულ იყო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, პოლიტიკურმა პარტიებმა დაუშვეს უდიდესი შეცდომა, როცა არ შევიდნენ პარლამენტში. მათ მიიღეს მანდატი საკუთარი ამომრჩევლისგან.
"ქართულმა ოცნებამ" დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა იყო ორივე მხრიდან. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სურვილს, რომ გადალახონ პოლარიზაცია. პოლარიზაცია არის პოლიტიკურ გარემოში, პოლარიზაცია არის მედიაში. თქვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული თუ არ ისწავლით, რომ ითანამშრომლოთ სხვებთან და თუ არ ისწავლით, რომ მოუსმინოთ სხვებს"
"თქვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული თუ სხვებთან თანამშრომლობას არ ისწავლით". გვმოძღვრავს მარინა კალიურანდი XX ს. მოგონილი ქვეყნის ხმა
— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) December 14, 2023
ევროსპარლამენტში.
ქართველი უკუღმა მედასავლეთეების
გურუ. ევროპაში ასკინკილით მოხტუნავე საქართველოს მომლოდინე მეგობარი.https://t.co/K8yeKm6OcL