ჩემი ცხოვრების მიზნად გავიხადე ამ საქმეში ჩემი წვლილი შემეტანა და მიხარია, რომ ის ეჭვი, რომელიც დღევანდელ შედეგთან დაკავშირებით გულს მიღრღნიდა- გაიძურწა, –  ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ გამარჯვებას! ყველას დიდი მადლობა, ვინც გუშინ და დღეს ძალა და ენერგია არ დაზოგა და თავისი საქმით, სიტყვითა და მონდომებით ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ამაზე უკეთესი რა უნდა მომხდარიყო წლის დასასრულს. ახლა იწყება ახალი და დიდი გზა. შეიძლება ითქვას, მთავარი ახლა იწყება. 
ძალიან გახარებული ვარ! ჩემი ცხოვრების მიზნად გავიხადე ამ საქმეში ჩემი წვლილი შემეტანა და მიხარია, რომ ის ეჭვი, რომელიც დღევანდელ შედეგთან დაკავშირებით გულს მიღრღნიდა- გაიძურწა. დღეს ყველა ერთად უნდა ვხარობდეთ ჩვენი სამშობლოს დამსახურებულ აღიარებას. ეს სხვაგან უჩნდებათ კითხვა, თორემ ჩვენ კი ვიცით, რომ ძირძველი ევროპული კულტურის ქვეყანა ვართ.
გაგიმარჯოს ჩემო ძვირფასო, ევროპულო, ბევრის მომსწრე, მრავალტანჯულო, მაინც ამაყო, მედგარო და შეუპოვარო საქართველოვ! გაგიმრავლდეს გამარჯვებისა და ბედნიერების სიხარული!“,- წერს ჯავახიშვილი.