პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრები ახალგაზრდებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრნენ.
დეპუტატებმა სტუდენტებს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. ამასთან, 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან, სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ითვლება.
შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.
მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს ტექნიკურ, საქართველოს ეროვნულ (SEU), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტებში უკვე გაიმართა.