„ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი გამოცდილება აქვს ქვეყნის განათების და დარწმუნებული ვარ ისევ მოვლენ ახალი პროგრამით, ახალი გამოცდილებით, რომელიც უკვე მათ აქვთ და შემოიტანენ ისევ სინათლეს, გაანათებენ ქვეყანას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გამახსენდა ის წლები, როდესაც ორ დღეში ერთხელ გვაძლევდნენ დენს, შემდეგ მოხდა სასწაული, მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და გაანათა ქვეყანა. „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი გამოცდილება აქვს ქვეყნის განათების და დარწმუნებული ვარ ისევ მოვლენ ახალი პროგრამით, ახალი გამოცდილებით, რომელიც უკვე მათ აქვთ და შემოიტანენ ისევ სინათლეს, გაანათებენ ქვეყანას, მე ამის ძალიან მჯერა. ფინიშის ხაზზე ვართ, ცოტა დაგვრჩა 26 ოქტომბრამდე. განსაკუთრებული არჩევნებია, ჩვენი ყოფნა არ ყოფნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი უნდა გადაიჭრას, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს",- განაცხადა გიული ალასანიამ.