„მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე! არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი!“- განაცხადა მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  დედამ, გიული ალასანიამ

"დღევანდელი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე! ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ მისგან არ იქნება! ყველას საყურადღებოდ, მისი არჩევანი რჩება ხუთიანი! არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი!

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დავინახე და გავიგე,  ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით, მიდიან ხალხთან და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ისინი არიან მიშა სააკაშვილის გვერდით - ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის ხუთიანი! ეს ყველამ იცოდეს. - განაცხადა გიული ალასანიამ. 

ჟურნალისტის კითხვას: ნიკა მელია იყენებს მიხეილ სააკაშვილის სახელს ცუდად? სააკაშვილის დედამ ასე უპასუხა: 

"ვინც იყენებს, იმ ადრესატების საყურადღებოდ ვამბობ და გაითვალისწინონ, რომ ხუთიანი იქნება მისი არჩევანი, როგორც იყო, არაფერი არ შეცვლილა ამ თვალსაზრისით მის ცხოვრებაში. ასე რომ ყველამ კარგად იცოდეს,  ძალიან მყარად იქნება ამ პოზიციაზე ჩემი შვილი."