არა მგონია ჩემი შვილისთვის უგემური და უხარისხო საკვები მიგვქონდეს - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებს, მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ.
„არა მგონია უხარისხო და უგემოვნო საკვები მიგვქონდეს მიშასთვის. ჩემი ინტერესია, რომ ჩემი შვილი არ იყოს ასეთ მდგომარეობაში. ხორცეულობას ვერ იღებს მისი ორგანიზმი. ისეთი სახის საკვები მიგვაქვს, რის ჭამასაც ახერხებს "- აღნიშნა გიული ალასანიამ.