მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიას თქმით, ექსპრეზიდენტმა ერთ დღეში 1 კილოგრამი დაკარგა.
"ჩვენ ყველა, ფაქტობრივად, ვართ მოწმე იმის, როგორ კლავენ ადამიანს, გუშინ ისევ წაუვიდა გული და ერთ დღეში დაკარგა ერთი კილო, ძალიან სუსტად არის, ძალიან სუსტად და ეს კიდევ იწელება, იწელება და ფაქტობრივად ერთი სხდომა უნდება ერთი ადამიანის დაკითხვას. ერთი ასი კაცი ჰყავთ კიდევ დასაკითხი". - განაცხადა გიული ალასანიამ.