მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ, მაგრამ არ მგონია, „ხალხის ძალაში“ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს განაცხადა,  სადაც აღნიშნულია, რომ გან„სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. 

„მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ. ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა ამას ცდილობენ. მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც რაღაც პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა.

ალბათ, ამ შინაარსის განცხადებას შესაშინებლად აკეთებენ, ყველას ერთად აშინებენ. იმ ამერიკელებს უქნევენ თითს, ალბათ. აბა ახლა, ჩვენ ვართ პატრონები და ჩვენ რომ ვერ გვიგულისხმებენ ამ კონტექსტში, ეს ხომ ნათელია.

რაღა უნდა დაემართოს, მოწამლულია ადამიანი. მოწამლული იმისთვის ხომ არ არის, რომ გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ სწორედ იმისთვის მოწამლეს, რომ მოკლან“,- განაცხადა გიული ალასანიამ.