მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზად არის სასამართლოს ჩაერთოს - ექიმების აზრი იქნება გადამწყვეტი - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სასამართლოსთან დაკავშირებით, მზად არის, რომ ჩაერთოს. ამბობს, რომ მზად არის. ჩემი აზრია, რომ ჯანმრთელობა არ აძლევს მას ამის შესაძლებლობას. არ ვიცი, ექიმების აზრი იქნება გადამწყვეტი, რა თქმა უნდა.
წონის კლება ისევ გრძელდება. სიცხე მერამდენე თვეა აქვს რეგულარულად“, - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 17 იანვარს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.