"გირჩი-დროას“ განცხადება.

“ქართული ოცნება“ აგრძელებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტით მანიპულირებას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რითიც მნიშვნელოვან დარტყმას  აყენებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს.

საქმე ეხება გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი გაზრდილი კვორუმით, 90 ხმით აირჩევს ცესკო-ს თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს 76 ხმით აირჩევს, ხოლო თუ ვერც 76 ხმის შეკრება მოხერხდება, უწყების ხელმძღვანელს პრეზიდენტი ერთპიროვნულად დანიშნავს.

სინამდვილეში პროცესი შემდეგ სახეს მიიღებს:

„ქართული ოცნება“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე წარმოადგენს მმართველი პარტიისადმი უპირობოდ მორჩილ კანდიდატურას, რომელსაც ოპოზიცია მხარს ვერ დაუჭერს, რის შემდეგაც, ხელისუფლება 76 ხმის მობილიზებით, ერთპიროვნულად აირჩევს უწყების ხელმძღვანელს.

(შენიშვნა: მმართველ პარტიას საქართველოს პარლამენტში არა ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო 76, არამედ 84 მანდატი აქვს, რასაც ემატება ხელისუფლებას დაქვემდებარებული პრორუსი დეპუტატების ხმები.)

ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცედურაში პრეზიდენტის როლი „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად, საერთაშორისო და შიდა აქტორების შეცდომაში შესაყვანად, შემოიტანა. ცვლილებებით შემოთავაზებული სცენარით, პრეზიდენტი ვერასოდეს მიიღებს პროცესში მონაწილეობას, რადგან უწყების ხელმძღვანელის არჩევა განხორციელდება ერთპიროვნულად, მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის მეშვეობით.

ამგვარი ტყუილები მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს არავითარ სისტემურ რეფორმას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც კიდევ უფრო ამცირებს სტატუსის მონიჭების ალბათობას.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის წინ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციული ინიციატივა წარმოადგენს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების იმიტაციას. ამ პროცესის მიზანია ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დასრულდეს შეფასებით, თითქოს ივანიშვილის გუნდი მზადაა, პოზიტიური დინამიკა შექმნას საქართველოს ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადობის მიმართულებით, რაც საქართველოს მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას, რუსი ოლიგარქისა და მისი გუნდის რეალური განზრახვის დაფარვასა და სტატუსზე უარის შემთხვევაში შედეგის ევროპელი პარტნიორებისათვის გადაბრალებას ისახავს მიზნად.

Statement of Girchi – More Freedom and Droa on proposed legislative changes concerning the CEC

The Georgian Dream continues to manipulate the 12 priorities established by the European Union for Georgia, attempting to mislead our international partners and undermining Georgia's progress towards achieving candidate status for EU membership.

This manipulation is evident in the recent changes to the Election Code announced by the Georgian Dream. According to these changes, the Parliament of Georgia will now require an increased quorum of 90 votes to elect the Chairman of the Central Election Commission (CEC). If the government and the opposition fail to agree on a candidate, the Parliament can elect the CEC Chairman with 76 votes. In the event that 76 votes cannot be secured, the President will appoint the head of the agency.

In reality, the process is likely to unfold as follows:

The Georgian Dream will propose a candidate who is unquestionably aligned with the ruling party, making it impossible for the opposition to support the nominee. Consequently, the government will use its parliamentary majority to elect the CEC Chairman with 76 votes. It's worth noting that the ruling party actually holds 84 mandates in Parliament, not including the support of pro-Russian deputies loyal to the government.

The Georgian Dream has deliberately included the role of the President in the CEC Chairman selection process to mislead both domestic and international stakeholders. However, the amendments effectively ensure that the President will never have a meaningful role, as the head of the agency will be selected solely through the parliamentary majority of the ruling party.

Such lies clearly show that the Georgian Dream does not plan any systemic reform for Georgian to obtain the EU membership candidate status, which further reduces the probability of the status being granted.

The Georgian Dream's provocative initiative, timed just before the visit of the EU High Representative for Foreign Affairs and Security Policy, Josep Borrell, appears to be an attempt to give the impression of compliance with the EU's 12 priorities for Georgia. The underlying purpose is to ensure that Josep Borrell's visit concludes with a positive assessment of the Ivanishvili-led team's willingness to align with EU requirements. This is a ploy to mislead Georgian citizens, obscure the true intentions of Russian oligarch Bidzina Ivanishvili and his team, and potentially shift blame onto European partners if candidate status is not granted." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.