„აქედან ვეუბნები კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს, დაანებეთ ამ ხალხზე თავდასხმას თავი, ჩვენ გვიწევს ბოდიშების მოხდა იმ აღვირახსნილი, აუტანელი ენის გამო, რომელსაც თქვენ აკეთებთ" - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიუსელში განაცხადა.

„აქედან ვეუბნები კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს, დაანებეთ ამ ხალხზე თავდასხმას თავი, ჩვენ გვიწევს ბოდიშების მოხდა იმ აღვირახსნილი, აუტანელი ენის გამო, რომელსაც თქვენ აკეთებთ.  დაანებეთ ტყუილებს თავი, ეს ხალხი ძალიან მარტივ რეფორმებს ელოდება, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ დავკარგოთ ისტორიული შანსი. თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა არის პაპუაშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის და რაც მთავარია ივანიშვილის, რომლებიც ნეგატივს ნეგატივზე ამატებენ. მტრებად გადაიქციეს მეგობრები. ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი ჩვენი მთავარი გზამკვლევი ვინც იყო ევროპულ სარბიელზე, ამ ადამიანებს, ამ ხალხს ისინი აბრალებენ, რომ საქართველოს მტრები არიან. ეს კითხვა იყო, ვინ არის თქვენი პარტნიორი, ვინც თქვენი საკითხი უნდა დააყენოს და ჩვენ ახლა მოგვიწევს ინდივიდუალურადაც ამ ქვეყნებთან მუშაობა, რომ საქართველო, ქართველი ხალხი არ დაიჩაგროს „ქართული ოცნების“ გამო. კონკრეტული გზა არსებობს, რომ წლის ბოლოს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამისთვის ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.