ამ დღეებში გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობა ვართ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პირველი საიდანაც დავიწყებ - ჩვენ ვართ უმრავლესობა, ისინი არიან უმცირესობა და ამ დღეებში ზუსტად ეს გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობა ვართ. მეორე - ჩვენი დასავლელი პარტნიორები სვამდნენ კითხვას, სად არის ის 85% ვინც პროევროპული უმრავლესობაა თქვენთან საქართველოში? მათ ეს დაინახეს. მესამე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა - ჩვენ ინიციატივა ავიღეთ ხელში.

ამ საღამოს საკმაოდ ფართო დელეგაცია მივემგზავრებით სტრასბურგში, შემდგომ ბრიუსელში, რომ პირველ რიგში, რაც გვინდა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვისაუბროთ შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებზე, ის ინიციატივა, რომელიც ავიღეთ ხელში არ უნდა გაჩერდეს“- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.