გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილით იწყება და ბიძინა ივანიშვილით მთავრდება, სხვა არაფერი არ არის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„სამწუხარო ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან დავალება აქვთ, რომ უნდა დააპირისპიროს ქართველი ხალხი ერთმანეთთან. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა მოიპოვა და არა ბიძინა ივანიშვილმა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს დაჩქარებული წესით ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების გარეშე“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.