1:0 ქართველი ხალის სასარგებლოდ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. იმდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება რაც ქართველმა ხალხმა შეძლო, რომ ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვს, ისინიც კი ზეიმობენ, - ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„შეუძლებელია, რომ წინ ნაბიჯი გადავდგათ, ამიტომ არჩევნებია მთავარი, რომელიც ამ 9 დათქმაში მესამე პუნქტია. უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში, ვქმნით კოალიციურ მთავრობას, დაჩქარებული წესით ვაკეთებთ ყველა რეფორმას და დაჩქარებული წესით ვხვდებით ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა ვაშაძემ.