დღეს თუ ვინმე დამარცხდა, დამარცხდა ის უმძიმესი ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც საქართველოში იყო," - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„გილოცავთ ყველას, დღეს მართლაც ძალიან დიდი და ისტორიული დღეა! დღეს არის დღე, როდესაც ევროკავშირმა უპრეცედენტო, საგამონაკლისო წესი დაუშვა ჩვენთან მიმართებაში - საქართველო, რომელსაც არ აქვს სახმელეთო კავშირი ევროკავშირთან, მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა - იმ არაერთი პროტესტის, წინააღმდეგობის, ბრძოლის დამსახურებაა, რომელიც თქვენ გქონდათ შეკრებების დროს.
დღეს თუ ვინმე დამარცხდა, დამარცხდა რუსეთი, დამარცხდა რუსული დეზინფორმაციის კამპანია, დამარცხდა ის უმძიმესი ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც საქართველოში იყო და დღეს ევროპელმა ლიდერებმა დააფასეს ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ. გზა წინ კიდევ დიდი გვაქვს გასავლელი და ამ გზაზე ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს - მთავარი გამოწვევა გვაქვს, რომ დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ მომავალ წელს, რომ დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
კიდევ უფრო დიდი სიხარულით ვიზეიმებთ, როცა დაჩქარებული წესით გავხდებით ევროკავშირის წევრი“, - ამბობს ვაშაძე.