ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? თავიდან ბოლომდე ტყუილია ყველაფერი, - ასე მიმართა სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა , გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

„ერთი რამ მართლა არ მესმის. ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? თავიდან ბოლომდე ტყუილია ყველაფერი. როცა შენი ყველა მეგობარი გეუბნება, რომ ამ კანონით შენი ადგილი არ არის ჩვენს სამეგობროში და შენი მტერი, დუგინის სახით, გეუბნება, რომ „ყოჩაღ ბიჭებო, აქეთ იხსნება თქვენი გზა“, აი, ეგ არის არჩევანი, რასაც აკეთებთ, მამუკა. ამიტომაა ეს კანონი რუსული. საფრანგეთის ელჩი გეუბნება, რომ არაფერი ფრანგული ამ კანონს არ აქვს. ამერიკის ელჩი გეუბნება, რომ არაფერი ამერიკული ამას არ აქვს, ბრიტანეთის ელჩი გეუბნება, რომ არაფერი ბრიტანული ამას არ სცხია, ბრიუსელი გეუბნება, ქართველი ხალხი გეუბნება, რომ არაფერი ქართული ამ კანონს არ აქვს. რა გინდათ, გამაგებინეთ, ხალხო. ვინ დაგავალათ ასეთმა, რას აკეთებთ ასეთს? რა გაქვთ ამისთანა ვალი, ბიჭო, ჩვენ გადაგიხდით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.