2024 წლის 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა გაიმართება.
შეკრების დაწყების დრო და ადგილებია:
მცხეთა, 12:00 საათი, თეატრონის ტერიტორია
რუსთავი, 09:00, გმირთა მემორიალი (ცურტაველის სახელობის მოედანი)
ახალციხე, 12:00, ამაღლების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია
გორი, 13:00, კომბინატის საკათედრო ტაძარი
ქუთაისი, 12:00, ქუთაისის ცენტრალური მოედანი
თელავი, 12:00, მერიის წინ
ზუგდიდი, 13:00, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარი
მარტვილი, 12:00, მარტვილის საკათედრო ტაძარი
აბაშა, 12:00, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი
სამტრედია, 12:00, საკათედრო ტაძარი
ჩხოროწყუ, 12:00, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი
ხობი, 12:00, ხობის სამების ტაძარი
ფოთი, 12:00, ანდრია პირველწოდებულის ტაძარი
სენაკი, 12:00, სენაკის საკათედრო ტაძარი
ოზურგეთი, 12:00, ოზურგეთის საკათედრო ტაძარი
ლანჩხუთი, 12:00, ლანჩხუთის საკათედრო ტაძარი
ჩოხატაური, 12:00, ჩოხატაურის საკათედრო ტაძარი
ბათუმი, 11:00, ბათუმის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია
ამბროლაური, 10:00, ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი
ონი, 10:00, ონის გაბრიელ მთავარ ანგელოზის ტაძარი
ცაგერი, 11:00, ცაგერის საკათედრო
ლენტეხი, 11:00, ლენტეხის წმინდა გიორგის ტაძარი (რეზიდენცია)
ზესტაფონი, 13:00, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი
დუშეთი, 12:00, წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი
თბილისი, 12:00, ქაშვეთი
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს