მიხეილ სააკაშვილი ყოფილ კოლეგებთან და ყოფილ თანაპარტიელებთან ურთიერთობებზე ჩამოყალიბდეს. საქართველოში დღეს გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე სააკაშვილის განცხადებების გარჩევა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას ურთიერთობა მისთვის საინტერესო არ არის.

„ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, იმ გზით, რა გზასაც ჩვენ ვადგავართ მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური პარტია დავაფუძნეთ. ყოფილმა თანაპარტიელებმა ერთმანეთში გაარკვიონ თავიანთი ურთიერთობები. დღეს ჩვენ კონცენტრირებული ვართ მოქალაქეების პრობლემების გადაჭრაზე. ძირითადი პოლიტიკური პროცესი პარლამენტშია და ჩვენ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ. მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას ურთიერთობა ჩვენთვის საინტერესო არ არის. როგორმე თავად გაერკვევიან და ერთმანეთში დალაგდებიან“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

დასმული კითხვის პასუხად გიორგი შარაშიძემ არ გამორიცხა, რომ ნიკა მელიას სააკაშვილი კონკურენტად აღიქვამდეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა, არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.