იმდენი მაინც უნდა მოახერხოს, რომ ასეთ განსაკუთრებულ დღეებშიც კი არ შეგვრცხვეს უკრაინასთან მიმართებით, - ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტმა და მოძრაობის “შინ ევროპისკენ” წევრმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა კითხვაზე - საქართველოს ხელისუფლება მილოცვებში უსურვებს მშვიდობას, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ერიდება გამარჯვების თქმას და რას ნიშნავს ეს?
"სამწუხაროდ, საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების პოზიციების და განცხადებების გამო, უბრალოდ გვრცხვენია საქართველოს პატიოსან ყველა მოქალაქეს. შეუძლებელია ამ განცხადებებზე კომენტარის კეთება. ჯერ ერთი სიტყვას ფასი არ აქვს. ერთ დღეს ერთი განცხადებაა, მეორე დღეს - მეორე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რას იტყვიან. უბრალოდ, იმდენი მაინც უნდა მოახერხონ, რომ ასეთ განსაკუთრებულ დღეებშიც კი არ შეგვრცხვეს ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციის. მაშინ, როდესაც იგივე აშშ დღეს აპირებს 3.5 მილიარდიანი დამატებითი დახმარების გაწევას. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ბათუმში ხელი შეუშალოს ორგანიზებას... ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე საუბარი. ყველანაირ ზღვარს ქვევითაა ეს ყველაფერი," - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა.