ფოთში "ქართული ოცნების" დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის #9 უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
როგორც გიორგი ხახუბიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხმა მისცა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
„დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩემის მხრივ, ხმა მივეცი ჩემს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ჩვენი ოჯახური ღირებულებების დაცვას და რა თქმა უნდა, იმ უალტერნატივო გზას, რასაც ჰქვია ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. დღეს პოლიტიკურ ველზე ერთადერთი და უალტერნატივო პოლიტიკური პარტია არის, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ჩვენი ქვეყანა გააწევრიანოს ევროკავშირში",- განაცხადა გიორგი ხახუბიამ.
ცნობისთვის, ფოთში 23 საარჩევნო უბანია გახსნილი და 40 479 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.