ვფიქრობ, რომ ეს არის ობიექტური შეფასება ამ პროცესთან მიმართებაში და ასახავს რეალობას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარწმუნდნენ იმაში, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ის განცხადებები, რომელიც ინსტიტუციის წინააღმდეგ ისმოდა, იყო უსაფუძვლო და ემსახურებოდა მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირებას იმის თაობაზე, რომ ინსტიტუციასთან მიმართებაში გარკვეული უნდობლობა შეიქმნას და ინსტიტუციისა და კომისიის აფილირება განხორციელდეს მმართველ პარტიასთან და ამით წარმოჩინდეს, რომ თითქოს ინსტიტუცია არის მიკერძოებული“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.