2-3 %-იანი პარტიები თავის ამბიციებში დარჩებიან და მგონია, რომ ვერ შეჯერდებიან საერთო სიაზე, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

"რადგან 10-15% არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, ძირითადი მასა პირველ ათეულში მოსახვედრად, ფულების, ასე ვთქვათ, „გამაზვა“ და ა.შ. რაც არის პრაქტიკაში, მაინც ყველა მიეკედლება, ნაცებს. ეს 2-3 პროცენტიანი პარტიები თავის ამბიციებში დარჩებიან და მგონია, რომ ვერ შეჯერდებიან ამ საერთო სიაზე. სალომესაც[ზურაბიშვილი] ახლა რომ ჰგონია რაღაც მანდილს მოირგებს და ლიდერის მანდილით მოგვევლინება, ცოტა კომიკურია ეს, თუნდაც მისი მორალური ბიოგრაფიის მიხედვით“, - თქვა გიორგი გამსახურდიამ.

იგი ასევე გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავას პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნით „მიშა მოაჯდა პარტიას“.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ კოსტიუმი და კბილები დატოვეო და წადიო, ხაბეს უთხრეს. ანუ, რა ხდება, კეზერაშვილმა, კეზერამ, ასე ვთქვათ, როგორც თვითონ ეძახიან ჟარგონზე, რა ფულიც დახარჯა, იმ ფულის შედეგი ვერ დააყენა ამ საზოგადოებამ, რომლებსაც ეს ფული მისცა. შესაბამისად, ეს გავიდა თამაშიდან და თინა ბოკუჩავას მოსვლა, მისი მიშასთან ურთიერთობა ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უკვე აშკარად მიშას ხაზი გამოიკვეთა „ნაც.მოძრაობაში“. ხაბე რამდენადაც კომიკური და არარაობა იყო, იმდენად იყო მართვადი კეზერაშვილის და მაგ დაჯგუფების. მიშა მოაჯდა ახლა პარტიას“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.