დღეს კიდევ გამიმყარდა რწმენა, რომ სამეგრელოს მოსახლეობა, რომელიც მრავალჯერ იქნა დარბეული ხუნტის ბანდების მიერ და მერე პუტჩისტების მემკვიდრე, დღევანდელი ოპოზიციის მიერ, გასცემს საბოლოო პასუხს და ეტყვის კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამომწურავ უარს 26 ოქტომბერს, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია.
„წეღან, ჩემ უმცროს და ახლო მეგობარ ვატო ქობალიასთან ერთად მოვინახულე ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და მუზეუმი ქალაქ ზუგდიდში. ეს გახლავთ სადღაც 3000 კვადრატულ მეტრამდე მოწყობილი, უმაღლესი ხარისხის თანამედროვე შენობა, არაჩვეულებრივი დაგეგმარებით და პროფესიონალების მიერ შესრულებული.
ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და ქმედითი ნაბიჯი, სხვა აურაცხელ ნაბიჯებთან ერთად, რომელიც ბიძინამ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად რომ გადადგა. ხოლო, მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, რომლებითაც გაძეძგილია „ნაცმოძრაობის“ რიგები, დღემდე ცდილობენ, შეთითხნილი ბრალდებებით, მისი სიცოცხლის მერე გასამართლებას. დღეს კიდევ გამიმყარდა რწმენა, რომ სამეგრელოს მოსახლეობა, რომელიც მრავალჯერ იქნა დარბეული ხუნტის ბანდების მიერ და მერე პუტჩისტების მემკვიდრე, დღევანდელი ოპოზიციის მიერ, გასცემს საბოლოო პასუხს და ეტყვის კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ამომწურავ უარს 26 ოქტომბერს“, - წერს გამსახურდია.