"ამ სიტყვებს უთვლიდნენ ზვიადს მინუსში, აქტორები დღევანდელი ე.წ. "ოპოზიციიდან" და კრემლის დავალებით, ხან დემოკრატიას უწუნებდნენ და ხან ქარველობას."- წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში:
"ამ სიტყვებს უთვლიდნენ ზვიადს მინუსში, აქტორები დღევანდელი ე.წ. "ოპოზიციიდან" და კრემლის დავალებით, ხან დემოკრატიას უწუნებდნენ და ხან ქარველობას. დასკვნები ამ სიტყვებიდან, თქვენთვის მომინდია.
"ის, ვინც “გაინგლისელდება”, “გაგერმანელდება”, “გაფრანგდება”, “გარუსდება”, “გაამერიკელდება”, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც, ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა და გათქვეფვა."- წერს გიორგი გამსახურდია.