"ილონ მასკის სწორი და სამართლიანი შეფასება და სწორი ხედვა" - ასე ეხმაურება გიორგი გამსახურდია კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას:
"ეს ვისაც ბიძინას წინააღმდეგ, ბრიტანეთის ზოგიერთი პოლიტიკური წრეების სანქციებისთვის მზაობა გახარებთ. როგორც ყოველთვის, ილონ მასკის სწორი და სამართლიანი შეფასება და სწორი ხედვა. რაც შეეხება ბიძინას, მის პატრიოტიზმთან, წესიერებასთან და კაცობასთან, თქვენი ლიბერალფაშისტური კრებითობა, ახლოსაც ვერ მივა. ძალიან ბევრი გიკლიათ უსამშობლო, ანტიქრისტიანო მანქურთებო, ძალიან. ლგბტქ პროპაგანდას მიაწექით, ეგ გზა წაგიყვანთ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში." - წერს გიორგი გამსახურდია.
ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია, - წერს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში და აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფოს პოლიცია არ იძიებს კრიმინალთა ეთნიკურ წარმომადვლობას იმის შიშით, რომ „რასისტად“ არ შეირაცხოს.