ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი  გახარიას გუნდი, პარტია "საქართველოსთვის" საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.  

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს   
ბატონო ირაკლი,

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც დიდი სამუშაოა გასაწევი.
შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა წარმართავს ევროკავშირის
რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად. ასევე, მოგმართავთ, რომ სამუშაო პროცესი წარმართოთ ინკლუზიურად". - მიმართვას ხელს აწერს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.