ქრისტესშობას ვულოცავ სრულიად საქართველოს! - უფლის წყალობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ქრისტესშობას ვულოცავ სრულიად საქართველოს! მაცხოვრის შობა მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში გულწრფელი სიხარულით ვეგებებით და აღვნიშნავთ. იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა! უფლის წყალობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს”, - აღნიშნავს პრემიერი.