„ქართული ოცნებიდან“ ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ქართული ოცნებიდან“ ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ღირსეული ხალხი, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა, იმიტომ რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი არა პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, არამედ სახელმწიფოს, ქვეყანას და ხალხს უნდა ემსახურებოდნენ და ვინც ამას გაიაზრებს, ყველა მათგანისთვის ჩვენი კარი ღიაა“,- ამბობს გიორგი გახარია.