„მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს სწორედ საქართველოდან და გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია. შეასრულოს ევროპელი პარტნიორების არაერთი მოწოდება ქვეყნის დეპოლარიზაციისთვის, ევროპული მომავლისთვის - გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი.“ - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.

"2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში პრეზიდენტის ჩართულობა, მისი მოქმედება და გადაწყვეტილებები ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება , მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერს არ აკეთებს, პრეზიდენტის განცხადებებიც მოგვისმენია, მაგრამ არაერთგვაროვანი.

სწორედ იმ ევროპელი პარტნიორების, რომელ ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას გეგმას, მათი არაერთი მოწოდებაა, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს სწორედ საქართველოდან და პირველ რიგში განახორციელოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია და ამ შემთხვევაში სწორედ ევროპელი პარტნიორების მოწოდებით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან.“ -  ასე გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს