„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ წუთებში ყრილობას მართავს. როგორც ცნობილია, ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცებენ.
ყრილობას არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ნიკა მელიას მხრიდან რაიმე პროტესტს აქვს ადგილი. მისი განმარტებით, ყრილობაზე ტექნიკური საკითხები განიხილება.
„არ მგონია, რომ რაიმე პროტესტს ჰქონდეს ადგილი. ტექნიკური ყრილობაა. ასე რომ, აქ რაიმე პრინციპული პოლიტიკური საკითხები არ წყდება. ნიკას მაგივრად მე ვერ განვმარტავ“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.