„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარ მიდგომას არ შეიცვლის, „ნაცმოძრაობის“ წევრ პარლამენტარებს სერიოზული გადაწყვეტილებები ექნებათ მისაღები.
„თუკი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ გატარებულ სადამსჯელო ქმედებებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ არ გააცნობიერა თავისი პასუხისმგებლობა და კვლავ გააგრძელა სააკაშვილის მკვლელობა, პარლამენტში ჩვენი პარტიის წევრთა საქმიანობასთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილებები გვექნება მისაღები“, - აცხადებს ბარამიძე.
დეპუტატები საგაზაფხულო სესიისთვის ემზადებიან. პირველი სხდომა 7 თებერვალს გაიმართება. დღის წესრიგშია ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესის დასრულება.