ოპოზიციის გაერთიანება არ არის პანაცეა, ძალიან კარგი იქნება თუ მოხდა, მაგრამ თუ არ მოხდა, არ იქნება ქვეყნის დასალიერი , - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ და პირადად მეც ჩართული ვარ პროცესში. მინდა, რომ გულწრფელი ერთიანობა შედეგს ძალიან განსხვავებულ პარტიებს შორის, ამ ვითარებაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ პარტიებს შორის, ვისაც მწარე სიტყვები გვაქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი, უკმეხადაც და ა.შ. აქ არის პირადი ამბიციები, პარტიული ამბიციები, სხვა ინტერესები, ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადაიწიოს. უმძიმესი მდგომარეობაა, ქვეყანა ხელში აქვს ჩაგდებული რუსეთის მეხუთე კოლონას, გვინდა, რომ ეს შეიცვალოს და მერე, როდესაც ნორმალური ხელისუფლება იქნება, როდესაც არ იქნება სუს-იდან არჩევნებზე ზეწოლა, არ იქნება ჯიბის ცესკო, სასამართლოები, ჯიბის პროკურატურები, მერე შეგვიძლია გავიშალოთ და ერთმანეთს ვედებატოთ, ვინ მემარცხენეა, ვინ მემარჯვენეა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.








