„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მთლიანად გადასაგდებია, მისი რაიმე ფორმის მოდიფიკაცია არ შეიძლება. პირველ რიგში, ეს უნდა გაითვალისწინოს სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
„საზოგადოებრივი პროტესტი სულ უფრო დიდი იქნება. პირდაპირი მნიშვნელობით, ზღვა ადამიანებისა გამოვა ქუჩაში, რადგან არნახულ თავხედობასთან გვაქვს საქმე, ქვეყანას ერთი ხელის მოსმით რუსეთისკენ ექაჩება ივანიშვილი. ამას სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება და ბრაზდება. რაც უფრო ბევრი ადამიანი გამოვა, მით უფრო მშვიდობიანი იქნება ცვლილება, რომელიც გარდაუვალია. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს კანონი არანაირ გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ყოველგვარი მანიპულაციები, თვალის ახვევა და მოტყუება კიდევ ერთი თაღლითობაა და მიზნად ისახავს, რომ თქვან: ოპოზიციამ არ მოინდომა, თორემ ჩვენ ცვლილება გვინდოდა. როდესაც ნაგავი აყროლდება სახლში, ადამიანი მის ქექვას არ იწყებს, იღებს და აგდებს. ასევეა ეს კანონიც. ეს კანონი მთლიანად გადასაგდებია. მისი რაიმე ფორმის მოდიფიკაცია არ შეიძლება. პირველ რიგში, ეს უნდა გაითვალისწინოს სალომე ზურაბიშვილმა. ეს კანონი უნდა გაიწვიონ და შემდეგ მთელი საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით ჩატარდება არჩევნები, მოვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს. ეს თუ ასე არ მოხდება და ბიძინა ივანიშვილი გაძალიანდება, მით უფრო დაკარგავს შანსს, დარჩეს ამ საზოგადოებისა და ქვეყნის ნაწილი. საბოლოო ჯამში, ის იქნება კეთროვანი, რადგან არავის გამოუვა ასე ძალით ქვეყნის რუსეთში წათრევა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.