ზვავი მოწყვეტილია, მილიონობით ადამიანმა საკუთარი ნებით გადაწყვიტა ამ ზვავის ნაწილი იყოს, შეუერთდეს ამ ზვავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაეცემა და პოლიტიკურად გაანადგურებს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც უკანონობის დაკანონება ხდება, დაუმორჩილებლობა არის ერთადერთი სწორი ფორმა ამაზე პასუხი, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს მგონი ჯეფერსონის სიტყვებია. ამიტომ, აქამდე მიდის ეს ყველაფერი.
ზვავი მოწყვეტილია, მილიონობით ადამიანმა საკუთარი ნებით გადაწყვიტა ამ ზვავის ნაწილი იყოს, შეუერთდეს ამ ზვავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაეცემა და პოლიტიკურად გაანადგურებს მას და „ქართულ ოცნებას" და ჩამოაშორებს ქვეყანას. შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყანას, რომ საქართველო დაბრუნდეს რუკაზე და გახდეს დემოკრატიის შუქურა. საქართველოს დაბრუნება დასავლურ ოჯახში ნიშნავს არა მარტო საქართველოს დაბრუნებას, ნიშნავს სომხეთის გათავისუფლებასაც",- განაცხადა გიგი უგულავამ.