ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიის დასკვნაზე „ქართული ოცნების“ რეაგირებას გამოეხმაურა.

„ვენეციის კომისია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა საკანონმდებლო და საკონსტიტუციო საკითხებში და მასთან ბრძოლა პარანოიალური იდეებითა და კონსპირაციებით, რომ მათ ეს დასკვნა ვიღაცამ ძალით დააწერინა ან ისინი იმართებიან რაღაც ძალებისგან, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არავითარი რაციონალური ნაბიჯების გადადგმის რესურსი არ გააჩნია. მისი ყველა მოქმედება ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია“, - განაცხადა წერეთელმა.