ხელისუფლების მმართველობის მოდელი, შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან რაც ევროკავშირის წევრობის მსურველს უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელმა განაცხადა.

„ეს შეეხება დეპოლარიზაციას, თუ შეეხება დეოლიგარქიზაციას, სასამართლო და საარჩევნო რეფორმას თუ სხვა, თავად მოდელი ამ ხელისუფლების და მათი მმართველობის სტილი აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რაც აქვს დღეს ევროკავშირს იმისთვის, რომ ამ გაერთიანების საბოლოო წევრი გავხდეთ, არამხოლოდ სტატუსი გვქონდეს, მოლაპარაკებები გავხსნათ”, - განაცხადა წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.