ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ამ რეჟიმის დემოკრატიულად რყევა ამ პროტესტით, ამ პროტესტის გავრცელებით და იმის დემონსტრირებით, რომ ჩვენი ხალხის ნება არის ურყევი. 

მისი თქმით, ჩვენ ფოკუსი არ უნდა გვქონდეს იმაზე, რომ დასავლეთი, ჩვენი პარტნიორები, როდის და რა ტიპის სანქციას და ვის დაუწესებს. 

"ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება დიდი ალბათობით მოხდება, მაგრამ ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, რაც ჩვენ უნდა შევძლოთ, როგორც თავისუფალმა ერმა. შემდეგ კი ჩვენი პარტნიორები, მათი ნაბიჯები, ყოველთვის დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს".- აცხადებს ბოკერია.