"ივანიშვილის რეჟიმს მტრის არც ერთი ჯაშუში არ უმხელია. რეალური ჯაშუში და არა მოგონილი. არც ინსტრუმენტები გვაქვს, რაც სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნებოდა ჯაშუშობაში მხილებული ადამიანების." - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
"ყველა ნორმალური ქვეყანა ასე იქცევა, რომ საკუთარი უკანონოდ დაკავებული, უდანაშაულო მოქალაქეები გამოიხსნას. ჩვენს შემთხვევაში, ეს რეჟიმი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, რუსეთის ჯაშუშები საქმეების შესწავლის გარეშე გაუშვა ისე, რომ უდანაშაულო ქართველები ჩატოვა რუსულ ციხეეებში და მას შემდეგაც ჯაშუშობაში ბრალდებული არც ერთი ადამიანი არ დაუჭერია და არავითარი ინსტრუმენტი არ აქვს, არც სურვილი და არც პოლიტიკური ნება რომ იმოქმედოს".- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.აღნიშნულ უკანონო „გადაწყვეტილებას“ წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა. - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.