კანონს თუ უპირისპირდები ქმედებებით, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დასჯადია, გადატრიალების და აჯანყების სცენარს წარმატების შანსი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკი განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის დასმულ კითხვას სუს-ის მიერ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით.
„თვითდაჭერების პროცესი გრძელდება. კანონს განგებ არღვევენ და ისეთი განცხადებებით გამოდიან, რომელსაც კონკრეტული ქმედებები ახლავს – სახალხო აჯანყების, დამხობის და ასე შემდეგ. წარმატების შანსი არ აქვს იმას, რასაც ამბობენ, გადატრიალების და აჯანყების სცენარი მაქვს მხედველობაში. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ცდილობენ, 4 ოქტომბრის აქციას თავი აარიდიონ, მათ შორისაა ზვიად კუპრავა. დიდი ხანია, მას ვიცნობთ, როგორც ლევან ხაბეიშვილის გარკვეულ ვარიაციას, თუმცა კანონს თუ უპირისპირდები ქმედებებით, ნებიმიერ ქვეყანაში ეს ქმედება დასჯადია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.