სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

გია ხუხაშვილი სუს-ში სავარაუდოდ გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.

მან „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუ „360 გრადუსში“ განაცხადა: „ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გია ხუხაშვილი 12:00 საათზეა დაბარებული.