"არ გიჩნდებათ კითხვა - როგორ ახერხებს ხაბეიშვილი, რომელსაც სუს-მა საზოგადოებასთან ყოველგვარი კომუნიკაცია აუკრძალა, ციხიდან მოწოდებების კეთებას.
იქნებ ეს ხაბეიშვილი სულაც არ არის და სუს-ი გვესაუბრება მის ნაცვლად?!"
ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარიმრობაშ მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის წერილს: “გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!”
შეგახსენებთ: "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გზავნილი საპატიმროდან მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა.




