რასაც ვაკვირდები, ამ პოლიტიკურ პროცესს ყველა უყურებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესის პრიზმაში და არა სახელმწიფოებრიობის პრიზმაში, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„ხელისუფლების ერთადერთი შანსი არის ოპოზიციის სისუსტე. მთავარი პრობლემა, რასაც ვაკვირდები, ამ პოლიტიკურ პროცესს ყველა უყურებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესის პრიზმაში, არა სახელმწიფოებრიობის პრიზმაში და იმ პრიზმაში, რომ ახლა ქვეყანაა გადასარჩენი და მოდი ჩვენ ჩვენი პოლიტიკური მადა შევიკავოთ, მითუმეტეს რომ მათ ამბიციებს არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. იზომება ყველა პარტია და მათი რეიტინგი 5-დან 10%-მდე მერყეობს. ასეთ პარტიებს როდესაც ამბიცია აქვთ, რომ საბანი თავისკენ მოქაჩონ, ქვეყნის გადამრჩენებლად თავი გამოაცხადონ, ეს ღრმად არასერიოზულია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.