"ნუ გეშინია ბიძინა, ყველაფერი კარგად იქნება…
ევრო-კავშირის წევრ ქართულ სახელმწიფოს ექნება ვალდებულება დაიცვას თავისი მოქალაქეები, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი…" - პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი მიმართვისას გახმოვანებულ პოზიციას ეხმაურება.
26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ ქართული ოცნების ახდენას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.