"პარლამენტში 80% ბესელიაა და კობახიძის ჯგუფი სინამდვილეში ძალიან მცირე რიცხოვანი ჯგუფია.",- ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი"ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
"პარლამენტში 80% ბესელიაა და კობახიძის ჯგუფი სინამდვილეში ძალიან მცირე რიცხოვანი ჯგუფია. რომ დავყოთ, რისგან შედგება უმრავლესობა, ვნახავთ, რომ ეს არის ე.წ. „ახალი ელიტა“, რომელშიც უკვე ბზარია გაჩენილი, რადგან არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ამ ჯგუფს, მაგალითად: ჩუგოშვილი, კობერიძე, კაკული ნუ ცდილობენ, არის ძველი გვარდია, რომელიც მთლიანად ბესელიაა, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო მთლიანად არ იშლება ეს კონსტრუქცია. მე ახლა ვსაუბრობ განწყობებზე, რომელიც უმრავლესობაშია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.