თბილისის მერი კახა კალაძე აბიტურიენტებს მიმართავს. 

"დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნის დამტკიცების შესაძლებლობა ეძლევათ. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი მომავალი ცხოვრების განსაზღვრისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. 

ეს სწორედ ის თაობაა, რომელმაც საქართველოს შენებაში მნიშვნელოვანი აგური უნდა დადოს, რაც სწორედ განათლებითა და შრომით მიიღწევა. 

მინდა, თითოეულ აბიტურიენტს მთელი გულით ვუსურვო წარმატება და დასახული მიზნის მიღწევა." - წერს კახა კალაძე "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, დღეს, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - რეგისტრაცია გაიარა 39 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა