პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს,  თბილისში, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს, გ.მ.-მ პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იქ მდგარ გასაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიც  ერთ-ერთ სამართალდამცველს ფეხის არეში მოხვდა და  დამწვრობა მიიღო.

 ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - ნათქვამის პროკურატურის  გავრცელებულ ინფორმაციაში.