კობახიძეზე მთავარი დასკვნა ბიძინამ უნდა გააკეთოს - მამლის ყივილსაც არ დაელოდება, ისე უარყოფს - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზედმიწევნით ზუსტად წარმოადგენს მის სინამდვილეში ძალიან მარტივ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, საიდანაც მთავარი დასკვნა ბიძინამ უნდა გააკეთოს - ეს მამლის ყივილსაც არ დაელოდება, ისე უარყოფს და შეახოცავს ხელს ყველაფერზე…ამას გააკეთებს წარბშეუხრელად და ისეთი დამაჯერებლობით, რომ ვერც შეეკამათები…“- წერს ხუხაშვილი.