კარგი იქნება, თუ ფოკუსს გავასწორებთ და ბოროტების საძირკველში ამოთხრაზე ვიზრუნებთ,- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მევახშე, უმრავლეს შემთხვევაში, არის ე.წ. “პოდსტავნოი” პერსონა, რომელსაც კრიმინალური და კორუფციული ჯგუფები ამუშავებენ უკანონოდ მიღებული “ქეშ” შემოსავლებით. მიზანი არა მხოლოდ მაღალი შემოსავლის მიღება, არამედ ამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ანუ გათეთრებაა.
ამიტომ, კარგი იქნება, თუ ფოკუსს გავასწორებთ და ბოროტების საძირკველში ამოთხრაზე ვიზრუნებთ…
P.S. დაწყება შეიძლება იმით, რომ გაირკვეს რეალურად ვინ ცხოვრობს მევახშის “მფლობელობაში” არსებულ უძრავ ქონებაში“,- წერს გია ხუხაშვილი.