ივანიშვილს პოტენციური საფრთხე ხაზარაძისგან ელოდება, რადგან მას რესურსები აქვს, სხვას ფული არა აქვს. ხაზარაძეს ვერ გამოაშრობს, ეს იცის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცახდა.

„თუ ფრონტი გაიშალა და რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი გაკეთდა, ივანიშვილმა ნავიგაცია არ იცის როგორ მოახდინოს. პოტენციური საფრთხე მას ელოდება, ასეთი პოლიტიკური ცენტრების კუთხით, ხაზარაძისგან იმიტომ, რომ რესურსები აქვს ხაზარაძეს და მას რესურსების ეშინია, სხვას ფული არა აქვს. ხაზარაძეს ვერ გამოაშრობს, ეს იცის. ჰქონდა მცდელობა, აბსოლუტური იდიოტური ბრალდებებით, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, შესაბამისად, ხაზარაძეა პოტენციური საფრთხე ალტერნატიული ცენტრის შექმნის მხრივ და გახარია. გახარიას აქვს კიდევ გარკვეული პოტენციალი. ამიტომ ეს ორი სამიზნე აიღო ახლა და მათ ურტყამენ მიზანმიმართულად", - განაცხადა გია ხუხაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.